Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვში ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის შეტაკება მოხდა


კოსოვოში წუხელ ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციის ცნობით, ქალაქ კოსოვსკა მიტროვიცაში შეტაკება ქვების სროლით დაიწყო, შემდეგ კი ალბანელების უბანი აფეთქებამ შეარყია. პოლიციას არ დაუდასტურებია ინფორმაცია შეტაკების მსხვერპლის შესახებ. კოსოვსკა მიტროვიცაში, რომელიც ეთნიკური ნიშნით არის გაყოფილი, ხშირი იყო შეტაკებები კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. 62 ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრებს აქვთ აღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელსაც მაინც არ ურიგდებიან სერბია და კოსოვოელი სერბები.
XS
SM
MD
LG