Accessibility links

logo-print

საქართველოში ”ღორის გრიპის” კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში H1N1 ვირუსით დაავადების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულია საქართველოს ორი მოქალაქე, ქალი და მამაკაცი, რომლებიც ბრიტანეთში და ესპანეთში იმყოფებოდნენ. საეჭვო სიმპტომები მათ თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდათ. ”ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა პაციენტების H1N1 ვირუსით დაავადება დაადასტურა”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში. ამავე წყაროს ცნობით, დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, რაც პაციენტებს სახლში მკურნალობის საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG