Accessibility links

ოპოზიცია დიპლომატებთან შეხვედრას გეგმავს


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ეკა ბესელია („მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“), ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო“) და კახა კუკავა („კონსერვატიული პარტია“ ) დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ქვეყანაში „პოლიტიკური რეპრესიების“ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეკა ბესელიას ძმის, სერგო ბესელიას პატიმრობის გარემოებებზე გააცნობენ ინფორმაციას. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩია მიწვეული.

XS
SM
MD
LG