Accessibility links

logo-print

ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე


დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას ყაზბეგის ახალ სასაზღვრო სადგურს გადასცემს. ყაზბეგის სასაზღვრო სადგურის მშენებლობაზე 2,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სადგური ერთ-ერთია სასაზღვრო დანიშნულების იმ 18 ობიექტს შორის, რომელიც საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და განმტკიცების პროგრამით დაფინანსდა.

დღისათვის საზღვარი ჩაკეტილია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს,-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,- რომ საქართველო და რუსეთი აღადგენენ კომერციულ და ტურისტულ კავშირებს, ყაზბეგის სადგური კი თავის წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ადამიანებისა და საქონლის უსაფრთხო მიმოსვლაში.

XS
SM
MD
LG