Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ


4 სექტემბერს, სასტუმრო ”თორში” ოპოზიციისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოპოზიციის პრეტენზიებზე აქტივისტების დაკავებისა და დევნის ფაქტებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დიალოგის პროცესის ინიციატივა მის წინააღმდეგ რეპრესიების გასაძლიერებლად გამოიყენა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას შვილისა და ძმის დაკავების ფაქტზე, რასაც ”პოლიტიკურ დევნად” აფასებენ. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განმარტებით, დიპლომატებს ოპოზიციამ მიაწოდა იმის დამადასტურებელი ”დოკუმენტები”, რომ ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ”ფიზიკურ, სამართლებრივ და ფინანსურ ზეწოლას.” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით კი, ოპოზიციამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, მონიტორინგი გაუწიოს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესებს.
XS
SM
MD
LG