Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ყველა არასანქციონირებული დემონსტრაცია ქალაქ ურუმჩიში


ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინხუას ცნობით, მთავრობამ აკრძალა ყველა არასანქციონირებული მარში, დემონსტრაცია და მასობრივი საპროტესტო გამოსვლა ქვეყნის დასავლეთში მდებარე პროვინცია სინიანის დედაქალაქ ურუმჩიში. აკრძალვა მოჰყვა ურუმჩიში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს. ორი თვის წინათ ქალაქში ეთნიკურ ჩინელებსა და უიღურებს შორის შეტაკებას ორასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG