Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი მწუხარებას გამოთქვამს სამოქალაქო პირების სიკვდილის გამო


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის კანცელარიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ღრმად დამწუხრებულია ქვეყანაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ცნობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა განკარგულება გასცა ინციდენტის გამოძიების თაობაზე. ეს განცხადება გამოქვეყნდა მას მერე, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ დღეს დილას ჩრდილოეთ ავღანეთში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის, შესაძლოა, სამოქალაქო პირებიც იყვნენ. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 90-დე ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად პროვინცია ყუნდუზში მდებარე საწვავის საცავებზე, რომლებიც თალიბებს ჰქონდათ ჩაგდებული ხელში. ყუნდუზის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა დაახლოებით ნახევარი მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ.
XS
SM
MD
LG