Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ჟურნალისტმა თავშესაფარი მოითხოვა სეპარატისტულ რესპუბლიკაში


ქართველმა ჟურნალისტმა და მისმა ოჯახმა, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში თავშესაფარი მოითხოვეს. ლევან გუდაძის დედამ, როზა ბიჭიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ დატოვეს თბილისი, რადგან გუდაძეს ემუქრებოდნენ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მისმა კოლეგამ, გულბაათ რცხილაძემ, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ გუდაძე ძალიან კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგვისტოს ომის გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ის არ არის ინფორმირებული გუდაძის სამხრეთ ოსეთში წავლის შესახებ. სამინისტრომ მისი დევნის ბრალდება “სპეკულაციად” შეაფასა.
XS
SM
MD
LG