Accessibility links

ლონდონი “დიდი 20”-ის შეხვედრას მასპინძლობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა “დიდი 20”-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია გლობალური ეკონომიკის სტიმულირებისაკენ მიმართული საგანგებო ზომების შეწყვეტა. გორდონის მიერ გამოთქმული შეფასებით, საგანგებო ზომებისთვის ბოლოს მოღება “სერიოზული შეცდომა” იქნებოდა, შესაძლო საფრთხეს შეუქმნიდა ეკონომიკური სტაბილიზაციის ნიშნებს. "დიდი 20"-ის ფინანსთა მინისტრები ლონდონში შეიკრიბნენ "დიდი 20"-ის სამიტის მოსამზადებლად. სამიტს 24 სექტემბრიდან უმასპინძლებს პიტსბურგი შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG