Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში ჯარისკაცები პატრულირებენ


დასავლეთ ჩინეთში მდებარე სინიანის პროვინციაში მორიგი არეულობის შემდეგ ვითარების სტაბილიზაციის შესახებ იუწყებიან. ამასთან, პროვინციის დედაქალქ ურუმჩიში კვლავ პატრულირებს ათასობით ჯარისკაცი, ურუმჩიში რჩება ტანკები და ბარიკადებიც. ჩინეთში ეთნიკური უმრავლესობის - ხანების წარმომადგენლების საპროტესტო გამოსვლების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. არეულობა ოთხშაბათს დაიწყო უჩვეულო, შპრიცებით განხორციელებული თავდასხმების გამო. ჩინეთის საზოგადოებრივი უშიშროების მინისტრმა პასუხისმგებლობა უიღურ მუსულმან სეპარატისტებს დააკისრა. ორი თვის წინ, ამავე სინიანის პროვინციაში ეთნიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულმა არეულობამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG