Accessibility links

საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმა განცხადებები გააკეთეს თურქული გემის დაკავებაზე


რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს გააკეთა განცხადება საქართველოს მხარის მიერ 16 აგვისტოს თურქული ხომალდის, მოსკოვის შეფასებით “უკანონო დაკავებაზე”. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სამინისტრო საქართველოსაგან მოითხოვს ნეიტრალურ წყლებში უკანონო მოქმედების შეწყვეტას და აპირებს შვეიცარიის მხარის შუამავლობით მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოსაგან. როგორც იუწყებიან, საქართველოს მხარემ უკვე გაავრცელა საპასუხო კომენტარი. მასში ნათქვამია, რომ 1 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყებამ უკვე გააკეთა განცხადებით, რომელიც უპასუხოდ არ ტოვებს არც ერთ კითხვას საქართველოს მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივ მხარეზე. საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს აგრეთვე, რომ თბილისის დადანაშაულების მიზნით, რუსეთის საგარეო უწყება აშკარა ტყუილს მიმართავს დღევანდელ განცხადებაში 16 აგვისტოს ინციდენტის დეტალების აღწერისას.
XS
SM
MD
LG