Accessibility links

logo-print

ისრაელი ადასტურებს ახალი მშენებლობების გეგმას


ისრაელი ადასტურებს, რომ ახალი სახლების აშენებას აპირებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე დასახლებებში, ვიდრე განიხილავდეს მშენებლობების შეჩერების საკითხს. ამ ნაბიჯით ისრაელი უგულებელყოფს შეერთებული შტატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას. ისრაელის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომდევნო დღეებში მიიღებს გადაწყვტეილებას ახალი სახლების მშენებლობის საკითხზე. შეერთებულმა შტატებმა პარასკევს სინანული გამოთქვა ახალ მშენებლობებთან დაკავშირებული გეგმის გამო. ისრაელის გეგმას, ახალი შენობები ააგოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გმობენ პალესტინელები: მათი განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკების განახალებამდე მშენებლობა უნდა შეწყდეს.
XS
SM
MD
LG