Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებულია ურანის გამდიდრებაზე ჩრდ. კორეის განცხადებით


ჩრდილოეთ კორეის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი სტივენ ბოსუორტი შეშფოთებას გამოთქვამს ფხენიანის განცხადების გამო, რომ მალე ახლებურად შეძლებს ბირთვული იარაღის წარმოებას. საქმე ეხება ურანის გამდიდრების პროგრამას, რომელიც ფხენიანს ბირთვული იარაღის დამზადების დამატებით საშუალებას მისცემს გარდა უკვე ცნობილი, პლოტონიუმზე დაფუძნებული პროგრამისა. ორი დღის წინ ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების ბოლო ეტაპზე იმყოფება. აშშ-ის წარმომადგენელმა დღეს სეულში გამოთქვა შეშფოთება ფხენიანის განცხადების გამო.
XS
SM
MD
LG