Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები ვადამდე გაათავისუფლეს


სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო მსჯავრდებული ოთხი პირი ვადამდე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით, გუშინ სასჯელის ფორმა სულ 388 მსჯავრდებულს შეეცვალა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობას დაექვემდებარა. ყოფილი სამართალდამცავები ღაჭავა, ბიბილური, ალანია და აფციაური, რომელთაც გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრი 2006 წლის ივლისში დაედოთ, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრნენ და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ, რომელმაც მათ ერთი წლით მონასტერში ცხოვრების კურთხევა მისცა.
XS
SM
MD
LG