Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, კარზაი დამაჯერებლად ლიდერობს


ავღანეთში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ხმების 75 პროცენტის დათვლის შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ხმების 48,6 პროცენტით. თუმცა, მას, სულ ცოტა, 50 პროცენტი სჭირდება არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად. გავრცელებული ცნობით “დარღვევების გამო” არჩევნების შედეგები გაუქმდა 447 საარჩევნო უბანში.
XS
SM
MD
LG