Accessibility links

logo-print

საქართველოს ეწვევა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


ორშაბათს თბილისს ეწვევა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე ეხება ოფიციალურ ვიზიტს, რომლის მსვლელობაშიც განიხილავენ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის “მნიშვნელოვან საკითხებს”. დაგეგმილია დავუთოღლუს შეხვედრები ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან, აგრეთვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან. მოსალოდნელია აგრეთვე, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წამოჭრის შავ ზღვაში დაკავებული გემის თურქი კაპიტნის განთავისუფლების საკითხს. გემს საწვავი უნდა ჩაეტანა სოხუმში, რის გამოც კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საქართველოში. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორშაბათს სიტყვით გამოვა უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG