Accessibility links

logo-print

ანკარა თბილისს "BUKET"-ის კაპიტნის გათავისუფლებას სთხოვს


საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად - საქართველოს სანაპირო დაცვის უწყების მიერ დაკავებული თურქული გემის ეკიპაჟის ბედის გარკვევა სახელდება. საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ დაკავებულ გემთან, "BUKET"-თან, დაკავშირებული საკითხი საქართველოსა და თურქეთს შორის გადაწყდება ისე, როგორც ეს ორივე მხარისთვის იქნება მისაღები, - ამ შინაარსის განცხადება 7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლუსთან შეხვედრის შემდეგ. ვაშაძის თქმით, ეს საკითხი მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ, 8 სექტემბერს, გახდება ცნობილი, როდესაც თურქი მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
XS
SM
MD
LG