Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის შკალაზე 6.2 იყო


8 სექტემბერს საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ რაჭაში ნგრევა გამოიწვია. რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, დავით გაგოშიძის განცხადებით, მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა ონის რაიონი, სადაც ბევრი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. მსხვერპლი არ არის. მიწისძვრის პირველი ბიძგები 02:41 საათზე, განმეორებითი კი 02:49 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ საქართველოში ქუთაისიდან 80, ტყიბულიდან 39, ხოლო ამბროლაურიდან 16 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ რიხტერის შკალით 6.2, განმეორებისას კი, 5 შეადგინა.
XS
SM
MD
LG