Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართვლოში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერე 6.2 ბალი იყო


მიწისძვრის ამსახველი რუკა
მიწისძვრის ამსახველი რუკა
8 სექტემბერს საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ რაჭაში ნგრევა გამოიწვია. რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, დავით გაგოშიძის განცხადებით, მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა ონის რაიონი, სადაც ბევრი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. მსხვერპლი არ არის. მიწისძვრის პირველი ბიძგები 02:41 საათზე, განმეორებითი კი 02:49 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ საქართველოში ქუთაისიდან 80, ტყიბულიდან 39, ხოლო ამბროლაურიდან 16 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ რიხტერის შკალით 6.2 ბალი, განმეორებისას კი 5 ბალი შეადგინა.
XS
SM
MD
LG