Accessibility links

logo-print

ავღანეთის არჩევნებში პრეზიდენტი კარზაი ლიდერობს 54 პროცენტით


ავღანეთში გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოწოდება გამოთქვა, შეებრძოლონ გაყალბების ფაქტებს ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში. კაი ეიდეს თქმით, ყველა ბიულეტენი, რომელშიც აშკარაა დარღვევა, გაუქმებული უნდა იქნეს. არჩევნების გასაჩივრების კომისიის თანახმად, ყველა უბნის ბიულეტენები, სადაც მონაწილეობა ასპროცენტიანი იყო ან, სადაც კანდიდატებმა 95 პროცენტზე მეტი მიიმხრეს, თავიდან უნდა იქნეს დათვლილი.
უკანასკნელი ინფორმაციით, ბიულეტენების 91 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტი ჰამმიდ კარზაი ლიდერობს ხმების 54 პროცენტით. მისი მთავარი მეტოქე აბდულაჰ აბდულაჰი მეორე ადგილზეა. გამარჯვებისთვის კანდიდატს 50 პროცენტს პლუს ერთი ხმა სჭირდება.

XS
SM
MD
LG