Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი: ავღანეთში ნატოს ჯარის საჰაერო თავდასხმას სრულად გამოიძიებენ


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დღეს პირობა დადო, რომ სრულად გამოიძიებენ ავღანეთში ნატოს ავიაციის სასიკვდილო თავდასხმას, რომლის ბრძანებაც გერმანიის წარმომადგენელმა ოფიცერმა გასცა. ავღან ოფიციალურ წარმომადგენელთა თანახმად, საჰაერო თავდასხმას ავტოცისტერნებზე, რომლებიც თალიბებმა გაიტაცეს, ყუნდუზის პროვინციაში, 54 ადამიანის, მათ შორის სამოქალაქო პირების სიკვდილი მოჰყვა. საჰაერო თავდასხმამ, გერმანიაში წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების აქტუალურ თემად აქცია ავღანეთის კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG