Accessibility links

logo-print

ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე სამი ადამიანი დაიხოცა და არაერთი დაშავდა თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ქაბულის მთავარ აეროპორტში. ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, დახოცილები სამოქალაქო პირები არიან. პოლიციის ცნობით, აფეთქება აეროპორტის შესავლელში მოხდა, სადაც უცხოეთის ჯარების ბაზაა. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა თალიბანმა იკისრა. ნატოსთვის მომხდარის დეტალები უცნობია.
XS
SM
MD
LG