Accessibility links

logo-print

ჩეხეთის რესპუბლიკამ და ლიხტენშტაინის სამთავრომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს


ჩეხეთის რესპუბლიკამ და ლიხტენშტაინის სამთავრომ ერთმანეთთან დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა. ორ სახელმწიფოს არ ჰქონდა კავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ლიხტენშტაინის მთავრის ქონებას კონფისკაცია გაუკეთა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ორი ქვეყანა იმუშავებს გადასახადების შესახებ შეთანხმებაზე. ამავე ცნობით, ორი ქვეყნის ისტორიკოსთა ერთობლივი კომისია განიხილავს ქონების თაობაზე უთანხმოებას.
XS
SM
MD
LG