Accessibility links

იმერელი გლეხები ცუდ მოსავალს უჩივიან


ვენახები იმერეთში

ვენახები იმერეთში

მზია ქარქაშაძე, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ ნაგარევში ცხოვრობს, ამბობს, რომ მოსავალი ხშირმა წვიმამ და ქარმა გააფუჭა. მისი თქმით, ხილი - მათ შორის, ყურძენი - საერთოდ არ მოვიდა, ხოლო სიმინდისა და ლობიოს მოსავალს არა უშავს.

მსგავსი მდგომარეობაა იმერეთის სხვა სოფლებშიც. გლეხები, ამინდის გარდა, ცუდ მოსავალს სოფლის პრობლემებსაც უკავშირებენ. მათი თქმით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უქონლობის გამო, მიწებს ვერ ამუშავებენ. უმეტეს სოფლებში ერთი ტრაქტორი აქვთ და მის დასაქირავებლად გლეხები რიგში დგანან. სოფლის მცხოვრებთა თქმით, ძვირია სასუქი.

იმერელი გლეხის ძირითადი შემოსავალი სიმინდის, ლობიოსა და ყურძნის მოსავალია. ისინი პროდუქტების ნაწილს ყიდიან და აღებული თანხით სურსათს იმარაგებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას - კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფას და სარწყავი არხების გაწმენდას - სთხოვს.

სოფლებში მოსავლის აღება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG