Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამს ირანის ბირთვული პროგრამის გამო


აშშ გამოთქვამს “სერიოზულ შეშფოთებას” ირანის მცდელობის გამო, შეინარჩუნოს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში შეერთებული შტატების წარგზავნილის, გლაინ დეივისის განცხადებით, ატომური უწყების ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ირანს ან ძალიან მალე ექნება, ან უკვე აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ ბირთვულ პროგრამას ის იარაღის დასამზადებლად იყენებს. მოსალოდნელია, რომ ირანი დღეს წარუდგენს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს წინადადებების პაკეტს ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG