Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საცხოვრებელი სახლების აფეთქების მე-10 წლისთავს აღნიშნავენ


რუსეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის აფეთქების და მათ შედეგად 300-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის მეათე წლისთავს აღნიშნავენ. დაღუპულების ახლობლებმა ყვავილებით შეამკეს მომცრო მემორიალი მოსკოვში. მოსკოვში, ისევე როგორც ვოლგოდონსკსა და ბუინაკსკში 1999 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული აფეთქებების პასუხისმგებლობა რუსეთის მაშინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩენ მეამბოხეებს დააკასირა და აფეთქებები გამოიყენა ჩეჩნეთში მეორე სამხედრო კამპანიის დაწყების გასამართლებლად. პუტინის ზოგი ოპონენტი ირწმუნება, რომ აფეთქებები რუსეთის უშიშროების სამსახურების ნახელავი იყო.
XS
SM
MD
LG