Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აგრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს


რუსეთის სათათბირო პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კრემლს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე საკუთარი მოქალაქეების ოპერატიული დაცვის უფლება ენიჭება. რუსი პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, მოსკოვი, საქართველოსთან ომის შემდეგ, სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს. გავრცელებული მოსაზრებით, კანონპროექტში არის სპეციალური მუხლი, რომელიც ძალის ოპერატიული გამოყენების საშუალებას კრემლს მეკობრეების წინააღმდეგაც აძლევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ უფლების დაკანონება მოსკოვს საშუალებას მისცემს თავისუფლად იმოქმედოს შავ ზღვაზე აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან მიმართებით და უკვე ღიად მიმართოს პროვოკაციებს. კანონპროექტი პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივას წარმოადგენს და ის რუსეთის სათათბიროში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის დაკანონებას წინააღმდეგობა არ შეხვდება.
XS
SM
MD
LG