Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანები დახმარებას საჭიროებენ


მიწისძვრით დაზარალებულ ონის რაიონში, გუშინდელი ღამის გასათენებლად, 80 კარავი იყო გაშლილი. წინასწარი მონაცემებით, საჭიროა კიდევ დაახლოებით 700 კარავი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, გაეროს დახმარებით, თბილისიდან 100 კარვისა და სხვა საჭირო ნივთების გაგზავნა მოხერხდა. სპეციალური კომისია მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის დათვლას ჯერ ისევ განაგრძობს. ადგილზე მუშაობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრამ ონის რაიონში 1034 ოჯახი დააზარალა. აღდგენას აღარ ექვემდებარება მიწისძვრის შედეგად დანგრეული 418 სახლი. რაიონში უკვე განახლდა ელექტროენერგიის მიწოდება. 8 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა და დაიბზარა იმერეთის რაიონებშიც. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა 8 სექტემბერს 22:10 საათზეც განმეორდა. დაახლოებით 4-ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც ონის რაიონში იყო. მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG