Accessibility links

მოსკოვი უარყოფს ცნობას ისრაელის და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე


რუსეთის მთავრობის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ამ კვირაში არ შეხვედრია რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს და არც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. ეს განცხადება მოჰყვა ისრაელში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში ნეთანიაჰუს გასაიდუმლოებული ვიზიტის თაობაზე. ისრაელის გაზეთი “იედიოთ აჰრონოტი” დღევანდელ ნომერში წერს, რომ ნეთანიაჰუ ორშაბათს გაფრინდა მოსკოვში, ირანის და სირიისთვის რუსული იარაღის მიყიდვის საკითხზე მოსალაპარაკებლად. მაგრამ პუტინის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრი არ შეხვედრია ისრაელის პრემიერ-მინისტრს. რუსეთში უარყოფენ პრეზიდენტ მედვედევთან ნეთანიაჰუს შეხვედრის შესახებ ცნობასაც.
XS
SM
MD
LG