Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის ტყვეობიდან დაიხსნეს "ნიუ-იორკ ტაიმსის" რეპორტიორი


ავღანეთში ბრიტანეთის სპეცდაპნიშნულების რაზმმა გაათავისუფლა გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" რეპორტიორი სტივენ ფარელი, რომელიც თალიბებს ჰყავდათ დატყვევებული. ბრიტანეთის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს დილას განხორციელებული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაიღუპა ჟურნალისტის ავღანელი თარჯიმანიც, სულთან მუნადი. ფარელი და მუნადი თალიბანის ხელში ჩავარდნენ, ნატოს მიერ პარასკევს კუნდუზში განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიების დროს. "ნიუ-იორკ ტაიმსი" მათი მოტაცების ამბავს არ ახმაურებდა მძევლების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
XS
SM
MD
LG