Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ბარადეის აზრით, ირანი უნდა დათანხმდეს აშშ-ის წინადადებას დიალოგის შესახებ


გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელ მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით, ირანმა არ უნდა უკუაგდოს ვაშინგტონის წინადადება დიალოგის შესახებ ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირების მოსაგვარებლად. ირანმა დღეს უნდა წარუდგინოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს წინადადებების პაკეტი ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. აშშ გამოთქვამს “სერიოზულ შეშფოთებას” ირანის მცდელობის გამო, შეინარჩუნოს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა. გაეროს ატომურ უწყებაში აშშ-ის წარგზავნილის, გლაინ დეივისის განცხადებით, ატომური სააგენტოს ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ირანს ან ძალიან მალე ექნება, ან უკვე აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ბირთვული იარაღის დასამზადებლად.
XS
SM
MD
LG