Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობას ამჯერად თელავი მასპინძლობს


საქართველოს მთავრობის პროექტი - ”ანგარიში ხალხს”, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, 9 სექტემბერს თელავს სტუმრობს. სამინისტროებს თელავის ცენტრში გაშლილი აქვთ თავ-თავიანთი პავილიონები, სადაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა, მიიღოს ინფორმაცია ამათუიმ უწყების მიერ გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ თანაბარი შესაძლებლობები და შანსები შექმნა ყველასთვის და ამგვარი ქმედებით მან შეასრულა ვარდების რევოლუციის მთავარი დაპირება. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევა 2010 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რომელშიც საქართველომ მე-11 ადგილი დაიკავა, ამ სიტყვების ნათელი დასტურია.
XS
SM
MD
LG