Accessibility links

logo-print

საქართველოს ნაკრები ევროპის საკალათბურთო ელიტაში მოხვდა


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის "ა" დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. პლეიოფის საპასუხო მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა თბილისში, დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს ბელორუსიის ეროვნულ გუნდს - 86:84 (ამ გუნდების პირველი შეხვედრაც საქართველოს ნაკრების მოგებით დასრულდა - 89:75). გამარჯვებულთა შორის საუკეთესონი იყვნენ ვიქტორ სანიკიძე (18 ქულა) და ტაირონ ელისი (17). ქართველ კალათბურთელებთან ერთად გაისად "ა" დივიზიონში თამაშის უფლება დაიმსახურა ჩერნოგორიის ნაკრებმა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში აჯობა შვეციის ეროვნულ გუნდს.
XS
SM
MD
LG