Accessibility links

გაერომ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას


48 ხმით 19-ის წინააღმდეგ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მდგომარეობას ასახავს. "ჩვენი დევნილებისთვის ეს ნიშნავს მათი დაბრუნებისა და ქონების მოთხოვნის უფლებების ძალიან მტკიცე დადასტურებას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობას; ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას", უთხრა ჩვენს რადიოს გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლომაიამ. ასევე ამ რეზოლუციამ დაადასტურა დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შექმნა. ლომაიას თქმით, დღევანდელი კენჭისყრით, საქართველოს საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იქცა.
XS
SM
MD
LG