Accessibility links

logo-print

დიმიტრი შაშკინი ამბროლაურში პრობაციის ბიუროს ახალ ოფისს გახსნის


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ახალ ოფისს გახსნის. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის, კახეთის, გურიის, და სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროების ოფისების შემდეგ ამბროლაურის ოფისი რიგით მეთერთმეტეა, რომელიც უმოკლეს დროში გარემონტდა და უახლესი სპეცტექნიკით აღიჭურვა. წლის ბოლომდე პრობაციის ეროვნული სამსახურის ყველა რეგიონული ბიურო თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG