Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა


საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრენკ ბოლანდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ფრენკ ბოლანდი საქართველოში მყოფ ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებაა. ვიზიტის ფარგლებში ფრენკ ბოლანდი შეხვედრებს გამართავს შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრებთან, ასევე უშიშროების საბჭოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
XS
SM
MD
LG