Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთმა "დიპლომატიური მარცხი იწვნია"


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციის პროექტის გასვლით "დიპლომატიური მარცხი იწვნია". "რუსეთის მიერ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკის გამოყენების მიუხედავად, პროექტი 48 ხმით გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ევროპის ქვეყნებზე ზეწოლისთვის ყველა ბერკეტს იყენებდა, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ღიად განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უპირობო დაბრუნებას წინ არაფერი უნდა დაუდგეს", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG