Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესი: ვენესუელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს


ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ჩავესმა, რომელიც რუსეთში იმყოფება ვიზიტით, კრემლში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედისას თქვა, რომ "დღეიდან" ვენესუელა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. მედვედევმა მადლობა უთხრა ჩავესს გადაწყვეტილების გამო და განუცხადა, რომ "სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის ბედ-იღბლის მიმართ რუსეთი არ არის გულგრილი".
“რია ნოვოსტის” ცნობით, მედვედევმა ჩავესს აღუთქვა, რომ მიაწვდის იარაღს, რომელსაც ვენესუელა ითხოვს. “ჩვენ მივაწვდით ტანკებს, კარგი ტანკები გვაქვს”, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აქამდე რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს.
XS
SM
MD
LG