Accessibility links

logo-print

თელავში კონსერვატული პარტიის ოფისში სამართალდამცავები შეიჭრნენ


კონსერვატული პარტიის ცნობით, 9 სექტემბერს პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისში საპატრულო პოლიციის, კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოფისი დაარბიეს. მომხდარის თვითმხილველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, დარბევას თელავის პოლიციის და კუდ-ის თელავის განყოფილების უფროსები ხელმძღვანელობდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კონსერვატული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევის და ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ფაქტზე სისხლის სამარათლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ოფისში პოლიციის შევარდნა უკავშირდება თელავში დაგეგმილ მთავრობის საანგარიშო მოხსენებას, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა. ადგილობრივი ოპოზიციური ორგანიზაციები, მათ შორის კონსერვატორები, აქციის გამართვას გეგმავდნენ, რამაც პოლიციის სასტიკი ქმედება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG