Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის გეგმა წარმოადგინა


აშშ-ის პრეზიდეტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარჯები აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტის საფუძველია. ობამამ კონგრესს წარუდგინა ჯანმრთელობის სისტემის რეფორმირების თავისი გეგმა. კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, მან თქვა, რომ ამერიკა ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც მილიონობთი ადამიანი სამედიცინო მომსახურების გარანტიის გარეშე ცხოვრობს. პრეზიდენტის თანახმად, სრული მოცულობა პროგრამისა, რომელიც ათ წელზეა გაწერილი, 900 მილიარდი დოლარია. აშშ-ში 50 მილიონ ადამიანს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა.
XS
SM
MD
LG