Accessibility links

logo-print

100 ნომრიანი სასტუმროს მფლობელებს კაზინოების მოწყობა გაუადვილდებათ


პარლამენტში წარდგენილია მთავრობის ინიციატივა, რომელიც “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტით, ქალაქ ბათუმში, სანებართვო მოსაკრებელს 10 წლის განმავლობაში არ გადაიხდის ის პირი, რომელიც სამორინეს მოაწყობს იმ ახლადაშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრეც თავად იქნება და, ამასთანავე, ამ სასტუმროში იქნება არანაკლებ 100 სასტუმრო ნომერი. კანონპროექტს პარლამენტი ჯერჯერობით პირველი მოსმენით განიხილავს, თუმცა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში ჩაიწერება, რომ იგივე შეღავათი არა მარტო ბათუმში, არამედ ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც გავრცელდეს.
XS
SM
MD
LG