Accessibility links

logo-print

11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით თბილისში ანტიტერორისტული ღონისძიება გაიმართება


"ამერიკის მეგობართა კლუბი" დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით გამართავს ანტიტერორისტულ ღონისძიებას, სახელწოდებით “მშვიდობის ხე” ტერორიზმის წინააღმდეგ. ღონისძიების მსვლელობის დროს გამოფენილი იქნება 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგერდიის ამსახველი ფოტომასალა, აგრეთვე ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ რკინის მეტალისგან დამზადებულ სიმბოლურ ხეზე შეაბან ფერადი ლენტი იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც ტერაქტის მსხვერპლნი გახდნენ.
XS
SM
MD
LG