Accessibility links

logo-print

რუსეთი ირანითვის ”ერთიანი პასუხის” გაცემის მოწოდებით გამოდის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ატომური პროგრამის თაობაზე ირანის ახალ წინადადებებზე მუშაობა შესაძლებელია - და ქვეყნებს მოუწოდა ამ წინადადებებს ერთიანი პასუხი გასცენ. თეირანის მიერ შეთავაზებულ წინადადებების ახალ პაკეტს შეიძლება ”ჩავუღრმავდეთო”, განაცხადა ლავროვმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი სანქციების დაწესების წინააღმდეგია. შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის დიპლომატები დღეს სატელეფონო ხიდით ირანის წინადადებებს განიხილავენ. ვაშინგტონს უკვე ნათქვამი აქვს, რომ თეირანის მიერ წარმოდგენილმა წინადადებებმა მოლოდინი გააცრუა.
XS
SM
MD
LG