Accessibility links

logo-print

ჰოლბრუკი: ავღანეთის არჩევნებზე ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ


რიჩარდ ჰოლბრუკმა - ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა - ავღანეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკოსებს მოუწოდა, დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტანენ. ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლბრუკმა თქვა, რომ სანამ არჩევნებს საზოგადოება შეაფასებდეს, საარჩევნო კომისიას ხმების დათვლის პროცესის დასრულების საშუალება უნდა მიეცეს. ჰოლბრუკის აზრით, ხელახალი არჩევნების ჩატარება არ იქნება კარგი გზა. უკვე დათვლილია ხმათა 90 პროცენტზე მეტი, და პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის 54 პროცენტზე ოდნავ მეტი ხმა აქვს მიღებული - ანუ პრეზიდენტის სკამის შენარჩუნებისთვის აუცილებელი 50 პროცენტზე მეტი. გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა გასაჩივრების კომისიამ კარზაის მომხრე რეგიონებში 80 უბანზე მეტის შედეგები გააუქმა, რადგანაც, კომისიის განცხადებით, გაყალბების შემთხვევები დადასტურებულ იქნა.
XS
SM
MD
LG