Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პატივი მიაგეს 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნას


ამერიკის შეერთებულ შტატებში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნას. წუთიერი დუმილი თბილისის დროით 16 საათსა და 46 წუთზე მოეწყო - იმ დროს, როცა 2001 წელს ნიუ იორკში ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს თვითმკვლელ ტერორისტთა პირველი თვითმფრინავი შეეჯახა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს დაიხევს უკან ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. გატაცებული თვითმფრინავებით მოწყობილ ტერაქტებს 2001 წლის 11 სექტემბერს 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ობამას გამოსვლიდან რამდენიმე წუთში აშშ-ის სანაპირო დაცვის წვრთნამ დედაქალაქში შეშფოთება გამოიწვია, რადგან მედიამ შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სანაპირო დაცვას ცეცხლი გაეხსნას მდინარე პოტომაკზე მოძრავი "საეჭვო ნავისთვის".
XS
SM
MD
LG