დღეს ავღანეთის საარჩევნო კომისიას უნდა გამოაცხადებინა ამ ქვეყანაში 20 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების სრული წინასწარი შედეგები. მიღებული ცნობების თანახმად, შედეგების გამოცხადება, გადაიდო, რადგან ვრცელდება ინფორმაცია კენჭისყრის გაყალბებასთან დაკავშირებულ ასობით შემთხვევაზე. საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ ეტაპზე, ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაიმ ამომრჩეველთა 50 პროცენტი მიიმხრო. ავღანეთში გაეროს მისიის თანახმად, ამ ეტაპზე გამარჯვებულის გამოცხადება შეუძლებელია. გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა გასაჩივრების კომისიამ კენჭისყრის შედეგები გააუქმა 83 უბანზე ამჟამინდელი პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის მომხრე რეგიონებში, რადგან, კომისიის განცხადებით, გაყალბების შემთხვევები დადასტურებულ იქნა. თუ გასაჩივრების კომისიამ არჩევნების შედეგები სხვა უბნებზეც გააუქმა, კარზაის მაჩვენებელი, შესაძლოა, გაუარესდეს და საჭირო შეიქნას მეორე ტურის გამართვა მასა და მის მთავარ მეტოქეს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, აბდულა აბდულას შორის.
ყველაზე პოპულარული
1