Accessibility links

ვენესუელა რუსეთისგან 300 კმ-ზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს


ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის განცხადებით, მალე მისი ქვეყანა რუსეთისგან მიიღებს 300 კილომეტრის რადიუსში მოქმედ რაკეტებს, რაც ნაწილია კარაკასისთვის იარაღის მიწოდებაზე მოსკოვთან გაფორმებული ხელშეკრულებისა. პარასკევს, ვენესუელის დედაქალაქში გამოსვლისას, მოსკოვიდან დაბრუნებულ ჩავესს არ დაუზუსტებია, რამდენ რაკეტას მიიღებს მისი ქვეყანა რუსეთისგან. ექსპერტთა შეფასებებით, ბოლო წლებში ვენესუელამ 4 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა რუსეთს სხვადასხვა სახის იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მათ შორის სუხოის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებში, ვერტმფრენებში, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებში. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ვენესუელა მოსკოვისგან ტანკების შეძენასაც აპირებს.
XS
SM
MD
LG