Accessibility links

ნატო თქმით, ის იძულებული შეიქნა, უარი ეთქვა ავღანელი ჟურნალისტის ცხედრის გამოხსნაზე


ნატოს განცხადებით, მისი მოსამსახურეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მოკლული ავღანელი ჟურნალისტის ცხედარი, რათა თავიდან აეცილებინათ „მეტი მსხვერპლი“ ოპერაციაში, რომლის შედეგად ჩრდილოეთ ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში გათავისუფლებულ იქნა ამერიკელი ჟურნალისტი. ქაბულში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც მოხერხდა „ნიუ იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტის სტივენ ფარელის გათავისუფლება, და დადასტურდა მისი ავღანელი კოლეგის, სულთან მუნადის სიკვდილი, ნატომ უკან დაიხია, რათა თავის რიგებში თავიდან აეცილებინა დანაკარგები. ოპერაციის შედეგად დაიღუპა ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე. ქაბულელი ჟურნალისტების გაერთიანებამ ნატო მუნადის ცხედრის დატოვებისთვის გააკრიტიკა, განაცხადა რა, რომ მძევალთა გათავისუფლების ოპერაციის მსვლელობაში ალიანსმა „ორმაგი სტანდარტით“ იმოქმედა. ფარელი და მუნადი ერთი კვირის წინ აიყვანეს მძევლად ნატოს მიერ კუნდუზში განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიების დროს.
XS
SM
MD
LG