Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბედნიერება” ვენეციის კინოფესტივალის ლაურეატთა შორისაა


კადრი ფილმ "ბედნიერებიდან"
კადრი ფილმ "ბედნიერებიდან"
ხუთშაბათს სასიხარულო ცნობა მივიღეთ ვენეციიდან, სადაც ამ დღეებში მიმდინარეობს 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ამ ავტორიტეტიან კინოფორუმზე დიდი წარმატება მოიპოვა ქართველი კინორეჟისორის ნუცა ალექსი-მესხიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმმა “ბედნიერებამ”, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო ჟიურიმ საგანგებო პრიზით დააჯილდოვა. იმდენი საუცხოო ფილმი იყო წარმოდგენილი, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდაო, თქვა ჟიურის თავმჯდომარემ სტიუარტ გორდონმა გამარჯვებული ნამუშევრების გამოცხადებისას.

ნუცა ალექსი-მესხიშვილი ვენეციის ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე
ამის შემდეგ კი, თავდაპირველად, სწორედ ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმისთვის პრიზის მინიჭების ამბავი აუწყეს დამსწრე საზოგადოებას. ჩვენ ხუთშაბათსვე, საღამოს, დავრეკეთ ვენეციაში. მარიამ ჭიაურელი ესაუბრა ნუცა ალექსი-მესხიშვილს და, მილოცვის შემდეგ, მას რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
XS
SM
MD
LG