Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

115 წლის ასაკში მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა


ლოს ანჯელესში, 115 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს უხუცესი ადამიანი - გერტრუდ ბეინსი. ბეინსი 1894 წლის 6 აპრილს დაიბადა. ის პოპულარული გახდა შარშან ნოემბერში, როცა, როგორც ყველაზე ასაკოვანმა აფრო-ამერიკელმა ხმა მისცა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას კანდიდატურას. მაშინ ბეინსმა განაცხადა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შავკანიანი პრეზიდენტი გახდებოდაო.
XS
SM
MD
LG